გამკაცრებული საიმიგრაციო კანონების გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
გამკაცრებული საიმიგრაციო კანონების გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამკაცრებული საიმიგრაციო კანონების გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. ერთდროულად რამდენიმე შტატმა სარჩელი სან-ფრანცისკოს ფედერალურ სასამართლოში შეიტანა. კალიფორნიის, ორეგონის და პენსილვანიის შტატების ფედერალური მთავრობები მიიჩნევენ, რომ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული საიმიგრაციო ცვლილება მიგრანტების დისკრიმინაციას იწვევს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „მწვანე ბარათების“ გაცემის წესის გამკაცრებას გეგმავს. ცვლილებები შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც აშშ-ში იმყოფებიან და ქვეყანაში ბინადრობის უფლების მოპოვებას ცდილობენ.ახალი ინიციატივა 15 ოქტომბრიდან შევა ძალაში, რომლის თანახმად, აშშ-ში ბინადრობის უფლების მოპოვებას ე.წ. თვითმყოფადი იმიგრანტები შეძლებენ, რომლებიც არ არიან დამოკიდებულები სახელმწიფო რესურსებზე.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ შედგენილი სარჩელის ავტორები მიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილება მიგრანტების დისკრიმინაციას იწვევს და ძალაში არ უნდა შევიდეს.