გამარჯვების 27-მატჩიანი უწყვეტი სერია - „ალ-ჰილალმა“ უელსური გუნდის მსოფლიო რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT
გამარჯვების 27-მატჩიანი უწყვეტი სერია - „ალ-ჰილალმა“ უელსური გუნდის მსოფლიო რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT

საუდის არაბეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში „ალ-ჰილალმა“ „ერ-რიადი“ 3:1 დაამარცხა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკორდი გაიმეორა.

საქმე ისაა, რომ ამ მატჩის შემდეგ „ალ-ჰილალს“ გამარჯვებების 27-მატჩიანი უწყვეტი სერია აქვს და გაუთანაბრდა უელსური გუნდის, „ნიუ სეინტსის“ ისტორიულ მიღწევას, რადგან ზედიზედ ამდენი მოგება ფეხბურთის ისტორიაში სხვა გუნდს არ დაუფიქსირებია.

მიმდინარე სეზონში „ალ-ჰილალს“ 65 ქულა აქვს და საუდის არებეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.