გამარჯვებების სერია გრძელდება - „ალ-ჰილალმა“ საკუთარი და მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა #1TVSPORT
გამარჯვებების სერია გრძელდება - „ალ-ჰილალმა“ საკუთარი და მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა #1TVSPORT

საუდის არაბეთის სუპერთასის ნახევაფინალში ერთმანეთს „ალ-ნასრი“ და „ალ-ჰილალი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში „ალ-ჰილალმა“ 2:1 გაიმარჯვა და უკვე 33-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – საუდის არაბეთის კლუბმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

მსოფლიო ფეხბურთის ხანგრძლივ ისტორიაში მანამდე ეს უნიკალური რეკორდი უელსურ გუნდს, „ნიუ სეინტსს“ ჰქონდა, რომელმაც ზედიზედ 27-ჯერ მოახერხა გამარჯვება. აღსანიშნავია, რომ „ალ-ჰილალმა“ ქულები ბოლოს 2023 წლის სექტემბერში დაკარგა.

საუდის არაბეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 77 ქულით სწორედ რეკორდსმენი გუნდი ლიდერობს. საუდის არაბეთის სუპერთასის ფინალში კი „ალ-ჰილალი“ „ალ-იტიჰადს“ 11 აპრილს შეხვდება.