გამარჯვებას მოწყურებული პსჟ ფინალებში გამოცდილი „ბაიერნის“ წინააღმდეგ
დღეს, 23 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის 2020 წლის გამარჯვებული გამოვლინდება. ერთმანეთს ფრანგული პსჟ და გერმანული „ბაიერნი“ დაუპირისპირდებიან.
ამ გუნდებს ფინალში თამაშისა და ჩემპიონობის სხვადასხვა გამოცდილება აქვთ: ბავარიელები ჩემპიონთა თასის ხუთგზის მფლობელები არიან, პსჟ-ს კი ეს ჯილდო ერთხელაც არ მოუგია.
თუმცა როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდი მიმდინარე სეზონში ეფექტურად თამაშობს და წარსულში მოგებული ტიტულები თამაშზე გავლენას ვერ მოახდენს. ფრანგები გამარჯვებას არიან მოწყურებულები, გერმანელებმა კი იციან, როგორია ჩემპიონობის ფასი.
#ქვიზი. როგორ გახსოვთ ჩემპიონთა ლიგის ფინალები?
ჩემპიონთა ლიგა 2019-20
ფინალი
23 აგვისტო
23:00 პსჟ (საფრანგეთი)-ბაიერნი (გერმანია)
პსჟ
I ადგილი A ჯგუფში.
1/8 ფინალი
1:2, 2:0 დორტმუნდი
1/4 ფინალი
2:1 ატალანტა
1/2 ფინალი
3:0 ლაიპციგი
ბაიერნი
პირველი ადგილი B ჯგუფში
1/8 ფინალი
3:0, 4:1 ჩელსი
1/4 ფინალი
8:2 ბარსელონა
1/2 ფინალი
3:0 ლიონი
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ: რიკო – კერერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი – ვერატი, მარკინიოსი, ერერა – დი მარია, ნეიმარი, მბაპე.
საეჭვოა: გუეი, კურზავა, ნავასი
ბაიერნი: ნოიერი – კიმიხი, ბოატენგი, ალაბა, დევისი – გორეცკა, ტიაგო ალკანტარა – პერიშიჩი, მიულერი, გნაბრი – ლევანდოვსკი.
საეჭვოა: ბოატენგი
ურთიერთშეხვედრები
05.12.17 ბაიერნი-პსჟ 3:1
27.09.17 პსჟ-ბაიერნი 3:0
18.10.00 ბაიერნი-პსჟ 2:0
26.09.00 პსჟ-ბაიერნი 1:0
05.11.97 პსჟ-ბაიერნი 3:1
22.10.97 ბაიერნი-პსჟ 5:1
23.11.94 ბაიერნი-პსჟ 0:1
14.09.94 პსჟ-ბაიერნი 2:0
წინასამატჩო კომენტარები
თომას ტუხელი (პსჟ-ის) მწვრთნელი:
„ჩემპიონთა ლიგის ფინალში დიდ გუნდს ვხვდებით. „ბაიერნი“ ამ გათამაშებაშიც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და საერთოდ, ასეთ დონეზე ასპარეზობის უდიდესი გამოცდილება აქვს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი, გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა არა იმდენს, რომ ამან თამაშის ბედი გადაწყვიტოს. პსჟ საკმარისადაა მომზადებული და მობილიზებული საიმისოდ, რომ ლიგის ფინალში მაღალი დონის თამაში უჩვენოს.“
ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნის) მწვრთნელი:
„პსჟ-ის დაცვა ისევე კარგად მუშაობს, როგორც თავდასხმა. ფრანგებს ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ყველაზე ნაკლები, 5 გოლი აქვთ გაშვებული. ასე რომ, იოლი თამაში არ გველის. თუ პსჟ-ის დამარცხება გვნდა, სეზონის საუკეთესო მატჩი უნდა ვითამაშოთ. საამისოდ კი, აუცილებელია მთელი გუნდი 100 პროცენტით დაიხარჯოს.“