გამარჯვება ყაზახურ კლუბთან - ბათუმის „დინამომ“ შეკრება დაასრულა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო მატჩი „აკსუსთან“ გამართა და ყაზახური კლუბი 1:0 დაამარცხა.
ეს საქართველოს ვიცე-ჩემპიონისთვის თურქულ მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო საკონტროლო შეხვედრა იყო, რომლის ბედიც მათე ვაწაძის გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ბათუმელთა თავდამსხმელმა 77-ე წუთზე „აქსუს“ მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა.
გოლი: 1:0 ვაწაძე (77)
ბათუმის „დინამო“: ჩიჩკანი, მამუჩაშვილი, კობახიძე, ქაფიანიძე, ბაგრატიონი, ვიდაკოვიჩი, ალთუნაშვილი, ლიტვინენკო, ბიძინაშვილი, კაპანაძე, ფლამარიონი.
სათადარიგოები: ხარატიშვილი, რეხვიაშვილი, ხარებავა, ჩაბრაძე, ღუდუშაური, კვერნაძე, ზარია, ვაწაძე, კონატე.
სულ ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე 7 მატჩი გამართა ძლიერ მეტოქეებთან, 2 წააგო, 1 ფრედ დაასრულა და 5 მოიგო.