გამარჯვება პირველ შეხვედრაში - „დინამო 2“-მა თურქული შეკრება დაიწყო #1TVSPORT
გამარჯვება პირველ შეხვედრაში - „დინამო 2“-მა თურქული შეკრება დაიწყო #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მეორე შემადგენლობა ახალი სეზონისთვის მზადებას თურქეთში აგრძელებს. ლადო კაკაშვილის გუნდი 16 თებერვლიდან ბელეკშია და პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

„დინამო 2“-ს მეტოქე დონეცკის „შახტარის“ 19-წლამდე გუნდი იყო. საინტერესო და დაძაბული მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. უკრაინელთა კარი შეხვედრის 24-ე წუთზე დიტო ფაჩულიას გადაცემით ცენტრალურმა მცველმა, ზუკა ერაძემ აიღო.

„დინამო“ თურქულ შეკრებაზე მეორე შეხვედრას 21 თებერვალს ტულის „არსენალის“ მეორე გუნდთან გამართავს, 23 თებერვალს – მოსკოვის „დინამო 2“-თან, ხოლო შეკრებას 27 თებერვალს მოსკოვის „ლოკომოტივი 2“-თან თამაშით დაასრულებს.


დინამო 2 – შახტარი დონეცკი U19 1:0


დინამო 2: კუტალაძე, გოგოტიშვილი, იაკობიძე, ერაძე, გაბიტაშვილი, ოსიყმაშვილი, ფაჩულია, აფციაური, გოგობერიშვილი, სიხარულაშვილი, ქოქოსაძე.

შეცვლაზე გამოვიდნენ: ჟივიძე, უგრეხელიძე, უბილავა, სიჭინავა, ჩიტაშვილი, მირზიკაშვილი, ქოჩაკიძე.