გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში - თუშიშვილი მსოფლიო პირველობის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს, მედლების მოსაპოვებლად მძიმეწონოსნები გურამ თუშიშვილი (+100) და სოფიო სომხიშვილი (+78) გამოვიდნენ.
თუშიშვილმა ტურნირზე მეორე შეხვედრა გერმანელ ფრეის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე შებოჭვით დაამარცხა. ქართველი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც კუბელ ან ავსტრიელ ძიუდოისტს დაუპირისპირდება.
მსოფლიო პირველობაზე გამომსვლელი მეორე ძიუდოისტი, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ ექვსი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ (ორივე 90 კგ) დაიკავეს.