გამარჯვება ბოლო წუთებზე - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა #1TVSPORT
გამარჯვება ბოლო წუთებზე - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პირველ რაუნდში შვედეთს ესტუმრა და გამარჯვება ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოიპოვა – 2:1.

ანგარიში 30-ე წუთზე შვედებმა სერნელიუსის გოლით გახსნეს და ჩვენი მეტოქე მატჩს 70 წუთის განმავლობაში იგებდა. თუმცა ქართველმა 19-წლამდელებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. 70-ე წუთზე გიორგი ნიკოლაიშვილმა შვედების კარი აიღო და ანგარიში გათანაბრდა – 1:1.

მეორე ტაიმის მიწურულს, 88-ე წუთზე საბა გეგუჩაძემ გაიტანა და ჩვენს ნაკრებს სამ ქულა მოუტანა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მომდევნო მეტოქეები ნორვეგიელები იქნებიან, რომლებმაც ესტონელი თანატოლები ამავე ანგარიშით, 2:1 დაამარცხეს.

შვედეთი. „ბორას არენა“

შვედეთი – საქართველო (1:2)

გოლები: 1:0 სერნელიუსი (30), 1:1 ნიკოლაიშვილი (70), 1:2 გეგუჩაძე (88)

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები: საური, მეფარიშვილი, ხარებაშვილი, ნიკოლაიშვილი, ამისულაშვილი, გოგსაძე, ბერელიძე, გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 89), სამუშია, წულაია (გვასალია 70), თურქია (ოდიკაძე 63).