გალტიე პსჟ-ში 3-4-1-2 სქემას ამუშავებს, მესი მეათე ნომერს თამაშობს, მბაპე და ნეიმარი ფორვარდების წყვილს ადგენენ #1TVSPORT
გალტიე პსჟ-ში 3-4-1-2 სქემას ამუშავებს, მესი მეათე ნომერს თამაშობს, მბაპე და ნეიმარი ფორვარდების წყვილს ადგენენ #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ გუნდის ტაქტიკური სქემა შეცვალა და ახალი პოზიცია იპოვნა ლიონელ მესისთვის.

იაპონიაში ტურნეს დროს, გალტიე ამუშავებს სქემას – 3-4-1-2, – წერს გაზეთი „ეკიპი“.

ცენტრალური ნახევარმცველების სამეული ასეთია – პრესნელ კიმპემბე, მარკინიოსი და სერხიო რამოსი.

ფლანგებზე არიან ნუნუ მენდეში, რომელიც ვარჯიშის დროს ხუან ბერნატმა შეცვალა და აშრაფ ჰაკიმი. მოედნის ცენტრში იყვნენ იდრისა გუეიე და ვიტინია. ისინი მარკო ვერატიმ და ლეანდრო პარედესმა შეცვალეს.

ფორვარდების წყვილი შეადგინეს კილიან მბაპემ და ნეიმარმა. მესი მათ უკან იყო მეათე ნომრის პოზიციაზე და აკავშირებდა შეტევას ნახევარდაცვასთან.