Galt & Taggart - საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2018 წელს 5,4% იქნება
Galt & Taggart - საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2018 წელს 5,4% იქნება

საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 5,4%-ით გაიზრდება.

ეს მთავრობის მიერ ბიუჯეტში გათვალისწინებულ 5%-იან ზრდაზე მეტია.

„ჩვენი პროგნოზი დაფუძნებულია საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკურ ზრდაზე და მდგრადი რეფორმების პროგრამაზე, რომელიც მიმართულია კაპიტალური ხარჯების მატებასა და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებაზე“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

რაც შეეხება 2017 წელს, Galt & Taggart მოქმედ პროგნოზს 4.7%-დან 5%-მდე ზრდის. სპეციალისტები ამას საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში არსებული ვითარების ანალიზის საფუძველზე აკეთებენ.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საქართველოში გაზრდილია ექსპორტი, შემოსავლები ტურიზმიდან და ფულადი გზავნილების მოცულობა.

ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წლის 10 თვეში ეკონომიკური ზრდა 4.9%-ს შეადგენს, მთავრობა კი წელს 4%-იან ზრდას ვარაუდობდა.