გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიუსამძიმრა
გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიუსამძიმრა

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახსა და ნათესავებს სოფელ ხურჩაში, 2016 წელს მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახმა  მიუსამძიმრა.

„იმედია, ეს იქნება ბოლო მსხვერპლი, რომელიც ოკუპანტებმა მოკლეს”, – განაცხადა გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ და კვარაცხელიას გარდაცვალება ოჯახს და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა.

გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი სენაკში, საკუთარ სახლში ორი დღის გადაასვენეს. მანამდე გარდაცვლილის ცხედარს თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ  ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში, საოკუპაციო საზღვართან რუსმა და აფხაზმა ე.წ. მესაზღვრეებმა მოკლეს.