გალის რაიონის მცხოვრებლებმა ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა გააპროტესტეს
გალის რაიონის მცხოვრებლებმა ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის შენობასთან გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეთა თქმით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვამ მათ სხვადასხვა პრობლემები შეუქმნა. მათივე თქმით, შეზღუდვის გამო ადგილობრივ ბაზარში ფასები გაიზარდა.
სულ აქციაში 80 ადამიანი მონაწილეობდა. მათ გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა და ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის მიზეზების განმარტება სცადა.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით,10 იანვრიდან მდინარე ენგურზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი ორი თვით ჩაიკეტა. ამის მიზეზად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოში Н1N1-ის ტიპის ვირუსის გავრცელება დაასახელეს.