„გალაპის“ კვლევით, ჯო ბაიდენის რეიტინგი რეკორდულად დაეცა
„გალაპის“ კვლევით, ჯო ბაიდენის რეიტინგი რეკორდულად დაეცა

გალაპის“ მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის რეიტინგი, მისი მმართველობის ცხრათვიან პერიოდში 56%-დან 44%-მდე შემცირდა. აშშ-ის პრეზიდენტის პოპულარობის ასეთი მკვეთრი კლება, მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან არასდროს დაფიქსირებულა.

გალაპის“ განმარტებით, ბაიდენი რეიტინგის დაცემა უკავშირდება კორონავირუსის პანდემიას, ასევე ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცები „ქაოსურ“ ევაკუაციას და ქაბულში ათობით ამერიკელი სამხედროს დაღუპვას და კიდევ ერთი მიზეზი აშშ-ში არსებული ეკონომიკური პრობლემებია.

რეიტინგის მკვეთრი დაცემის წინა რეკორდი ბარაკ ობამას ეკუთვნის. მისი პრეზიდენტობის ცხრათვიან პერიოდში ობამას პოპულარობა 63%-დან 52,9%-მდე დაეცა. დონალდ ტრამპის რეიტინგი ცხრათვიან პერიოდში 41%-დან 36,6%-მდე შემცირდა.