გაირკვა თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდის მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე
ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაიმართა წყალბურთში 2019-20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა, რომელმაც თბილისის „დინამოს“ მეტოქეები გამოავლინა.
საქართველოს ჩემიონი B ჯგუფში მოხვდა, სადაც ასევე ითამაშებენ უნგრული „ტელეკომი“, იტალიური „პრო რეკო“, ხორვატული „მლადოსტ ზაგრები“, გერმანული „ვასპო ჰანოვერი“, ფრანგული „მარსელი“ და ასევე მესამე საკვალიფიკაციო რაუნდიდან გადმოსული ორი გუნდი, რომელთა ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.
ჯგუფური ეტაპის მატჩები მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს დაიწყება.