გაირკვა კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე „ბაიერნის“ სავარაუდო მეტოქეები
შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართა კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა. ტურნირი 1-11 თებერვალს ყატარში ჩატარდება
„ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის რანგში ჩემპიონატს ნახევარფინალიდან დაიწყებს. ამავე სტადიიდან აიღებს სტარტს ლიბერტადორესის თასის მფლობელი, რომელიც ჯერ არ გამოვლენილა.
მეოთხედფინალის წყვილები:
ტიგრესი (მექსიკა) – ულსანი (სამხრეთ კორეა)
ალ დუჰაილი (ყატარი) – ალ აჰლი (ეგვიპტე)
„ბაიერნი“ ნახევარფინალში შეხვდება „ალ დუჰაილსა“ და „ალ აჰლის“ შორის საუკეთესოს. „ტიგრესსა“ და „ულსანს“ შორის გამარჯვებული ნახევარფინალში „პალმეირასს“ ან „სანტოსს“ დაუპირისპირდება. ეს ბრაზილიური კლუბები 30 იანვარს ითამაშებენ კოპა ლიბერტადორესის ფინალში.