კვირას გაიმართა აზიის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც საუდის არაბეთის „ალ-ჰილალმა“ გაიმარჯვა. ეს გუნდი გახდა კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო, მეშვიდე მონაწილე.
ტურნირში, რომელიც ყატარში 2019 წლის დეკემბერში გაიმართება, „ალ-ჰილალის“ გარდა ითამაშებენ:
ლივერპული (ინგლისი) – ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული;
ფლამენგო (ბრაზილია) – კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული;
მონტერეი (მექსიკა) – კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული;
ესპერანსი (ტუნისი) – აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული;
იენგენ სპორტი (ახალი კალედონია) – ოკეანეთის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული;
ალ სადი (ყატარი) – ყატარის ჩემპიონი.
„იენგენ სპორტი“ და „ალ-სადი“ ითამაშებენ მეოთხედფინალის საგზურისთვის და მათ შორის გამარჯვებული „მონტერეის“ შეხვდება. ამ მეოთხედფინალში გამარჯვებული კი ნახევარფინალში „ლივერპულზე“ გავა. მეორე მეოთხედფინალში ითამაშებენ „ალ-ჰილალი“ და „ესპერანსი“. ამ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში „ფლამენგოს“ შეხვდება.