საამიროებში კლუბების მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო

23:11, 12.12.2018

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო.

გაიმართა პლეი ოფის მატჩი, რომელმაც მეოთხედფინალში აფრიკის საუკეთესო გუნდის, ტუნისის „ესპერანსის“ მეტოქე გაარკვია. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს, მასპინძელი „ალ-აინი“ და ოკეანეთის ჩემპიონი, ახალი ზელანდიის „ტიმ ველინგტონი“ ხვდებოდნენ. ზელანდიური გუნდი 44-ე წუთისთვის 3:0-ს იგებდა, მაგრამ „ალ-აინმა“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მესამე გოლი მასპინძელთა რიგებში 85-ე წუთზე, შვედეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკუს ბერგმა გაიტანა. გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელიც „ალ-აინმა“ 4:3 მოიგო.

ტურნირი 15 დეკემბერს მეოთხედფინალებით გაგრძელდება.

კალენდარი:
1/4 ფინალი. 15 დეკემბერი
ესპერანსი (ტუნისი) – ალ აინი (საამიროები)
კასიმა ანტლერსი (იაპონია) – გვადალახარა (მექსიკა)

1/2 ფინალი. 18 დეკემბერი
რივერ პლეიტი (არგენტინა) – ესპერანსი/ალ აინი

1/2 ფინალი. 19 დეკემბერი
რეალი (ესპანეთი) – კასიმა ანტლერსი/გვადალახარა

ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი 22 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი