შესაძლოა, გაიოზ დარსაძემ მუშაობა ინდოეთში დაიწყოს. „სქროლ“-ის (scroll.in) ცნობით, ინდოეთის ფეხბურთის ფედერაცია ტექნიკური დირექტორის პოსტზე სამ კანდიდატურას განიხილავს და მათ შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელიცაა.
ინდური გამოცემის ცნობით, ორგანიზაციას ამ პოსტზე რეკომენდაცია სამ კანდიდატს გაუწიეს – გაიოზ დარსაძის გარდა, ლაპარაკია რუმინელი დორუ ისაკსა და პორტუგალიელ ხორხე კასტელოზე.
ვებგვერდი ამტკიცებს, რომ ინდოეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური კომიტეტის წევრები სამივე კანდიდატს ორშაბათს სკაიპით (Skype) გაესაუბრნენ და საბოლოო რეკომენდაციით აღმასკომს მიმართავენ.
დარსაძე იყო საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელი. ფეხბურთის ფედერაციაში მისი დაარსების შემდეგ, 1990 წლიდან მუშაობდა. ნოდარ ახალკაცის ინიციატივით, საქართველოში მწვრთნელთა ლიცენზირებას 1996 წლიდან 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა.
ინდოეთის ფეხბურთის ფედერაციაში ეს პოსტი ორი წელია ვაკანტურია, მას შემდეგ, რაც პოსტი ავსტრალიელმა სკოტი ოდონელიმ დატოვა.