სამწვრთნელო კურსებს გაიოზ დარსაძე აღარ გაუძღვება
სამწვრთნელო კურსებს გაიოზ დარსაძე აღარ გაუძღვება

გაიოზ დარსაძე ქართველ მწვრთნელებს აღარ მოამზადებს – ამიერიდან, ფეხბურთის ფედერაციაში მწვრთნელთა განათლების კურსების სხვა პირი უხელმძღვანელებს.

ვინ შეცვლის დარსაძეს ჯერ უცნობია. გავრცელებული ხმები, რომ ამ თანამდებობაზე 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე დაინიშნება, ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება.

დარსაძე ფეხბურთის ფედერაციაში მისი დაარსების შემდეგ, 1990 წლიდან მუშაობდა. ნოდარ ახალკაცის ინიციატივით, საქართველოში მწვრთნელთა ლიცენზირებას 1996 წლიდან 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა.

მხოლოდ სამი წელი იყო საქმეს ჩამოშორებული, 1999-2001 წლებში, როდესაც ფეხბურთის ფედერაციაში ნოდარ ახალკაცის გუნდი ჩაანაცვლეს. მაგრამ მერაბ ჟორდანიამ დარსაძე საბოლოოდ მაინც დააბრუნა.