გაგუას კლინიკამ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ათი ელექტროფუნქციური საწოლი საჩუქრად გადასცა
გაგუას კლინიკამ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ათი ელექტროფუნქციური საწოლი საჩუქრად გადასცა

გაგუას კლინიკამ რესპუბლიკურ საავადმყოფოს საჩუქრად გადასცა სამედიცინო დანიშნულების ათი ელექტროფუნქციური საწოლი. ამის შესახებ აღნიშნულია გაგუას კლინიკის ფეისბუქგვერდზე.

„ქვეყნისათვის უმწვავესი გამოწვევის ფონზე, გაგუას კლინიკამ მიიიღო გადაწყვეტილება, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად, რესპუბლიკურ საავადმყოფოს საჩუქრად გადასცეს NITROCARE ფირმის 10 ერთეული სამედიცინო დანიშნულების ელექტროფუნქციური საწოლი.

გაგუას კლინიკა გამოხატავს თანადგომას სამედიცინო პერსონალისა და საზოგადოების მიმართ. ეპიდემიის დასამარცხებლად თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და მასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივად, საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს ძალისხმევით“,- აღნიშნულია გაგუას კლინიკის ფეისბუქგვერდზე.