გაგრას „დინამო“ აღადგინეს – გუნდი რეგიონულ ლიგაში ითამაშებს #1TVSPORT

13:48, 23.11.2023

გაგრას „დინამომ“ განცხადებით, აფხაზეთში წლების წინ დაარსებული კლუბი აღადგინეს, რომელიც რეგიონულ ლიგაში ითამაშებს.

„მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო გაგრელებო, ჩვენი გუნდის ვეტერანო ფეხბურთელებო და გულშემატკივრებო. გვინდა გაცნობოთ, რომ გაგრას „დინამო“ 2024 წლის საფეხბურთო სეზონიდან ახალ სიცოცხლეს იწყებს და გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგაში ითამაშებს.

ჩვენ კლუბს ასევე ეყოლება 15, 17 და 19- წლამდელთა გუნდები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში და აფხაზეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებულ გათამაშებაში. ასევე ეტაპობრივად დაიწყება ბავშვთა სკოლის ასაკობრივი გუნდების ჩამოყალიბება.

იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის ამ ეროვნულ საქმეში და ვფიქრობთ, რომ ერთიანი ძალისხმევით შეგვიძლია გუნდს ძველი სახელი და მიღწევები დაუბრუნოთ და აღვუზარდით ისეთი დიდი ფეხბურთელები, ვისაც ამ კლუბის მაისურით აქვს ნათამაშები.

სულ მალე მოგაწვდით ინფორმაციას, თუ სად ითამაშებს გუნდი, ვინ იქნება გენერალური დირექტორი, მთავარი მწვრთნელი, დამხმარე მწვრთნელი, გუნდის უფროსი, და გაგრას „დინამოს“ ბავშვთა სკოლის მწვრთნელები“, – წერია საფეხბურთო კლუბ გაგრას „დინამოს“ განცხადებაში.

მსგავსი