„გაგრამ“ პირველ სპარინგში „სიონი“ დაამარცხა
„გაგრამ“ პირველ სპარინგში „სიონი“ დაამარცხა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებმა პირველ ამხანაგური მატჩი გამართეს – დიღმის სპორტულ კომპლექსში ბოლნისის „სიონი“ „გაგრას“ შეხვდა და დამარცხდა.

„გაგრაში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარეს ბაქარ ლაღაძემ, დიტო ფაჩულიამ და მიხეილ ერგემლიძემ. ერგემლიძემ გოლით თავი პირველივე შეხვედრაში გამოიჩინა.

ბოლნისის „სიონის“ მცდელობის მიუხედავად, მოსამზადებელი ეტაპის პირველი ამხანაგური შეხვედრა „გაგრას“ გამარჯვებით დასრულდა – 0:1.

ამჟამად, ორივე გუნდი შეკრებაზეა და ვარჯიშებს სრული დატვირთვით აგრძელებენ. სეზონის განახლებამდე ბოლნისის „სიონი“ და „გაგრა“ კიდევ რამდენიმე ტესტ-მატჩს ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონი 13 ივლისს განახლდება.