„გაგრამ“ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ბათუმის „დინამომ“ თელავში მოიგო #1TVSPORT

00:01, 26.11.2025

ეროვნულ ლიგაში 34-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა, რომელთა შედეგებმაც სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.

„თელავმა“ „კავკასიონი არენაზე“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. სტუმრებიდან გოლები ნიკა კალანდარიშვილისა და დმიტრი მანდრიჩენკოს ანგარიშზეა. მასპინძლებიდან კი თავი დავით კუტალიამ გამოიჩინა. გატანა ბათუმელთა ნახევარმცველს, ლუკა წულუკიძესაც შეეძლო, მაგრამ 88-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი ძელს მოხვდა. ამ მოგებით გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 13-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

„გაგრამ“ „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უშუალო კონკურენტს, საგარეჯოს „გარეჯს“ დამაჯერებლად სძლია – 4:1. გოლები გიორგი ხარებაშვილმა, დავით მუჯირმა, მათე ცინცაძემ და დავით გოცირიძემ გაიტანეს. „გარეჯიდანერთადერთი გოლი ლუკა თოლორდავას (90+1) ანგარიშზეა.

34 ტურის შედეგების მიხედვით, „გაგრამ“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ანალოგიური ამოცანის გადასაჭრელად ბათუმელებს დარჩენილ ორ ტურში ქულა ყოფნით. „გარეჯს“ დარჩენის თეორიული შანსი კიდევ აქვს, „თელავი“ კი, დიდი ალბათობით, პლეი აუტში ითამაშებს.

მსგავსი