„გაგრამ“ ისევ მოიგო
„გაგრამ“ ისევ მოიგო

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა-2-ში მე-11 ტურის მატჩები გაიმართა. წყალტუბოს „სამგურალმა“ მარტვილში „გაგრა“ მინიმალური ანგარიშთ დაამარცხა: რატი ცაცკრიალაშვილისა (40 წთ) და თამაზ ლომსაძის (54) გოლებით სტუმრები 0:2-ს იგებდნენ. მაგრამ ორწუთიან მონაკვეთში წყალტუბოელებმა წონასწორობა აღადგინეს – თავი გაგა ჩხეტიანმა (67) და ნიკა შალამბერიძემ (69) გამოიჩინეს. „გაგრამ“ გამარჯვების მომყტანიგოლის გატანა შეხვედრის დარულებამდე 4 წუთით ადრე შეძლეს (ლევან პაპავა – 86 წუთი) და მატჩი 3:2 დასრულდა.

„მცხეთა პარკზე“ ლიდერების დაპირისპირებაში გოლი არ გასულა: „ვიტ ჯორჯიამ“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა 0:0.

„ცხინვალი“ ქობულეთის „შუქურასთან“ გასვლაზე მე-17 წუთისთვის 2:0-ს იგებდა: გოლები ნიკოლოზ ყურშავიშვილმა და ზვიად მეტრეველმა გაიტანეს. 72-ე წუთზე „შუქურას“ ნახევარმცველმა ჯეფერსონ ჯერალდომ სხვაობა შეამცირა, მაგრამ ქობულეთელებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს და „ცხინვალმა“ 2:1 მოიგო.

„თელავმა“ მარტვილის „მერანთანმნიშvნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. გამარჯვებულებიდან გოლების ავტორები გიორგი ნიქაბაძე (24) და ფირუზ მარაქველიძე (67) არიან, ხოლო მარტვილელებიდან – გიორგი ციმაკურიძე (46).

ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ „შევარდენმა“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „ნორჩ დინამოს“ 2:1 სძლია. დუბლი ზვიად ქანთარიამ (61, 68) შეასრულა, დამარცხებულებიდან კი ერთადერთი გოლი პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელის, იაგო დეისაძის (70 წთ) ანგარიშზეა.

11 ტურის შემდეგ „ნორჩი დინამო“ მე-4 ადგილზე დაქვეითდა, პირველზე 22 ქულით ისევ „ვიტ ჯორჯიაა“, 19-19 ქულით მეორე-მესამე პოზიციებს ბათუმის“დინამო“ და „გაგრა“ ინაწილებენ. ქობულეთის „შუქურამ“ კი ცხრა მატჩი წააგო და ოთხი ქულით აუტსაიდერია.