„გაგრამ“ „დინამო“ დაამარცხა და მეხუთე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT

21:10, 21.04.2026

ეროვნული ლიგის მე-8 ტური „დინამო არენაზე“ გამართული დაპირისპირებით გაიხსნა – „დინამო თბილისმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის ბედი 52-ე წუთზე გადაწყდა. სტუმართა კონტრშეტევა უკრაინელმა თავდამსხმელმა, ანდრი ანდრეიჩუკმა მარჯვენა ფლანგიდან განავითარა და საჯარიმოში ლუკა კეკელიძე მონახა, რომელმაც მცველს და მეკარეს დაასწრო და გუნდს სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა.

8 ტურის შემდეგ „დინამო თბილისი“ 8 ქულით მე-7 ადგილზე დაქვეითდა, ხოლო „გაგრამ“ ამ ერთი მოგებით დიდი ნახტომი გააკეთა და 9 ქულით მე-10 პოზიციიდან მეხუთეზე გადავიდა.

მსგავსი