„გაგრამ“ ბათუმში „დინამო“ დაამარცხა #1TVSPORT
„გაგრამ“ ბათუმში „დინამო“ დაამარცხა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში „გაგრას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მატჩის ბოლოს გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა.

„ბათუმი არენაზე“ გამართული დაპირისპირება მასპინძლებისთვის სასურველი სცენარით დაიწყო. მე-17 წუთზე ბათუმელთა 19 წლის თავდამსხმელმა, ლევან ხოზრევანიძემ ანგარიში გახსნა და ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ მესამე მატჩში მესამე გოლი გაიტანა.

წონასწორობა 32-ე წუთზე გიორგი პაპუაშვილმა აღადგინა, ხოლო სტუმრებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ეფექტური დარტყმით 84-ე წუთზე პედრო ბორჟესმა მოუტანა.

21 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ (33) მეოთხე ადგილზე დარჩა და „დინამო თბილისთან“ (36) დაწევის შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო „გაგრა“ (23) მე-6 ადგილზე გადავიდა.