გაზაფხულის სუპერტურნირზე პირველი ორთაბრძოლის მოგება მოახერხა ჯურიოს დივიზიონში მყოფმა ქართველმა მებრძოლმა თემურ ჯუღელმა.
მისი მეტოქე ჯურიოს მე-6-ე მაეგაშირა ცურუგიშო იყო, რომელიც გაგამარუმ ჰატაკიკომის ილეთით გაიყვანა დოჰიოდან და ჰარუ ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა.
თემურ ჯუღელი რანგით მეორე, ჯურიოს დივიზიონის მე-8-ე მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს და 3 დღის შემდე მისი ბალანსი 1-2-ზეა.