გაგამარუს მეხუთე გამარჯვება
გაგამარუს მეხუთე გამარჯვება

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მეცხრე საშეჯიბრო დღეს მორიგი გამარჯვება მოიპოვა თემურ ჯუღელმა.

რანგით მეორე, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუს მეტოქე მე-13 ნომერი მაეგაშირა ტაკანოშო იყო. მძლავრი შეჯახების შემდეგ, ქართველმა გოლიათმა უპირატესობის მოპოვება მოახერხა, თუმცა პირველი მიძალებით მეტოქის დოჰიოდან გაყვანა ვერ მოახერხა.

ამის მიუხედავად, გადაწყობა სწრაფად მოახერხა და მოწინააღმდეგე ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. გაგამარუს ბალანსია 5/4.

მისი ხვალინდელი მეტოქის ვინაობა მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონის ბრძოლების მიმდინარეობისას გახდება ცნობილი.