ჰარუ ბაშოს მე-14 დღეს შეხვედრის მოგება ორივე ქართველმა მებრძოლმა მოახერხა.
რანგით მეორე – “ჯურიოს” დივიზიონში, განსაკუთრებულად იწვევდა თემურ ჯუღელის დაპირისპირება იაგოსთან. გაგამარუს დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად დარჩენილი 2 ორთაბრძოლიდან ერთის მოგება სჭირდებოდა და პროგრამა მინიმუმის შესრულება იაპონელ სეკიტორთან შეძლო.
გაგას 8 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს და რეიტინგში მცირე წინსვლა ელის. შემდეგ ტურნირზე წარმატების შემთხვევაში ქართველ მებრძოლს ყველაე პრესტიჟულ – მაკუჩი დივიზიონში დაბრუნების შანსი ექნება.
მორიგი, რიგით მე-9 გამარჯვება მოიპოვა ტოჩინოშინმა. იოკოძუნა კაკორიუს დამარცხების და დადებითი ბალანსის დაფიქსირების შემდეგ ლევან გორგაძის მიზანი ბაშოზე რაც შეიძლება მეტი გამარჯვების დაფიქსირებაა, რაც მას იერარქიულ წინსვლაში დაეხმარება.
ტოჩინოშინმა დღეს იაპონელ გოლიათს – ჩიომარუს იორიკირის ილეთით მოუგო და უარყოფითი ბალანსი 6:8 გაუფორმა.
ჰარუ ბაშოს გამარჯვებული კი ტურნირის დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა. შეჯიბრზე მყოფმა ერთადერთმა იოკოძუნამ, მონღოლმა კაკორიუმ მე-13 გამარჯვება მოიპოვა, კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა და მორიგი ტიტული მოიგო. აღსანიშნავია რომ იოკოძუნას ტურნირზე ერთადეთი მარცხი სწორედ ტოჩინოშინთან აქვს.