გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ეკატერინე გალდავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ეკატერინე გალდავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორად გრიგოლ მანდარია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მანამდე ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, გრიგოლ მანდარია განათლებით ეკონომისტია. 2012 წლიდან სსიპ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში“ წყალმომარაგების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2019 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლად წყალმომარაგების საკითხებში.

„გრიგოლ მანდარიას მოპოვებული აქვს ენერგეტიკისა და ტელეკომუნუკაციის დოქტორის ხარისხი. გრიგოლ მანდარიას აქვს წყალმომარაგების კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების შეფასება-ანალიზიისა და წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების განმახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, რაც დაეხმარება მას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ დასახული გეგმების და ახალი პროექტების განხორციელებაში“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, უკავშირდება თუ არა საკადრო ცვლილება ზამთრის კურორტების წყლით მომარაგებაში არსებულ პრობლემას.

დატოვე კომენტარი