გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას ულოცავს
გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას ულოცავს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

„დიდ ბრიტანეთს და საქართველოს მტკიცე პარტნიორობა აკავშირებთ. ეს თავიდანვე გამოჩნდა, როდესაც 2019 წლის ოქტომბერში შევხვდით დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების გასაფორმებლად. ეს მნიშვნელოვანი ხელშეკრულება წარმოადგენს ჩვენი მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველს მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

დომინიკ რააბმა კვლავ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ.

„მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მთავრობა განაგრძობს რეფორმების მიმდინარე პროგრამას, რათა გაუმკლავდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წამოჭრილ პრობლემებს. დიდი ბრიტანეთი მზადაა, ხელი შეუწყოს სამომავლო საარჩევნო რეფორმას. იმედი მაქვს, გავაგრძელებ თქვენთან თანამშრომლობას ჩვენს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირების შემდგომი განვითარების მიზნით და გისურვებთ წარმატებებს“, – აღნიშნა რააბმა.

დატოვე კომენტარი