გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერი შალვა პაპუაშვილის ვიზიტს ეხმაურება
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერი, ლინდსი ჰოილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
„გუშინ შეხვედრა გავმართე საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. მიმდინარე წელს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელი აღინიშნება“,- წერს ლინდსი ჰოილი სოციალურ ქსელში.
Yesterday morning I met with the new Chairman of the Parliament of Georgia, Mr Shalva Papuashvili. This year marks 30 years of diplomatic relations between the UK and Georgia 🇬🇪 🇬🇧 pic.twitter.com/nTDJitCwlV
— Sir Lindsay Hoyle (@CommonsSpeaker) February 10, 2022