გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III - მოუთმენლად ველოდები საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გულთბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III - მოუთმენლად ველოდები საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გულთბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას

მოუთმენლად ველოდები საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გულთბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას, – ამის შესახებ ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის მისალოც გზავნილში, რომელსაც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი აქვეყნებს.

„მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს გადავცე გულთბილი მილოცვა თქვენი ქვეყნისთვის განსკაუთრებულ დღეს, როდესაც ის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მე მოუთმენლად ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის გულთბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენს წინაშე არსებულ ამ რთულ პერიოდში“, – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მეფის მისალოც გზავნილში.