გაერთიანებული სამეფო ესტონეთში სამხედრო კონტინგენტს გააორმაგებს
გაერთიანებული სამეფო ესტონეთში სამხედრო კონტინგენტს გააორმაგებს

გაერთიანებული სამეფო ესტონეთში კონტინგენტს გააორმაგებს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

„გაერთიანებული სამეფო აორმაგებს პერსონალის რიცხვს ესტონეთში და გზავნის დამატებით აღჭურვილობას, მათ შორის ტანკებსა და საბრძოლო ჯავშანტრანსპორტს. შეიარაღებული ძალები და აღჭურვილობა ესტონეთში დღესვე გაიგზავნება”, – ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად, გაერთიანებული სამეფო განათავსებს შეიარაღებულ ძალებსა და საშუალებებს ხმელეთზე, ზღვასა და ცაში, რათა გაძლიერდეს „ევროპული თავდაცვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების თავმოყრის საპასუხოდ”.