გაერთიანებული სამეფო არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საფრანგეთს 62.7 მილიონ ევროს გადაუხდის
გაერთიანებული სამეფო არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საფრანგეთს 62.7 მილიონ ევროს გადაუხდის

გაერთიანებული სამეფო არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საფრანგეთს 62.7 მილიონ ევროს გადაუხდის. შეთანხმება ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ ვიდეოკონფერენციაზე შედგა.

აღნიშნული თანხა საფრანგეთის ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს, გააფართოოს სანაპირო ზოლზე პატრულირების ზონა და გააორმაგოს ოფიცერთა რაოდენობა.

ასევე, ტექნოლოგიურად აღიჭურვება სანაპირო ზოლი მონიტორინგის მეტად ეფექტურად საწარმოებლად. ზომების გაძლიერების გადაწყვეტილება მხარეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ორშაბათს ლა-მანშის სრუტე რეკორდული ოდენობის, 430-მა არალეგალმა მიგრანტმა ნავების საშუალებით გადაკვეთა.

კიდევ 287 მიგრანტი ბრიტანეთის ტერიტორიაზე სამშაბათს შევიდა. საფრანგეთის საზღვაო პრეფექტურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ლა-მანში 8 000-მდე მიგრანტმა გადაკვეთა.