გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან აქციას გამართავს
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წინ დარჩებიან მათი კომისიის წევრები და წარმომადგენლები.
ამის შესახებ სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის უფროსმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ადამიანები მთელი ღამის განმავლობაში მონიტორინგს გაუწევენ ადგილზე ვითარებას. დღისით კი, საოლქო კომისიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება.
მთავარი მოთხოვნა საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომაა. „ნაციონალური მოძრაობის” წევრები მას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ.