გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 31 ათასს გადასცდა

20:19, 08.05.2020

გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 31 ათასს გადასცდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 626 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში კი, 31 241 ადამიანია გარდაცვლილი.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ის 207 977 შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი