გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 42 000-ს გადააჭარბა
გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 42 000-ს გადააჭარბა

გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვმა 42 000-ს გადააჭარბა.

ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დაღუპულია 42 402 პაციენტი.

თუმცა, ამ მონაცემებში ჯერჯერობით აღრიცხული არ არიან ჩრდილოეთ ირლანდიაში, შოტლანდიასა და უელსის საავადმყოფოებში 2-დან 11 მაისამდე გარდაცვლილი პაციენტები, ასევე პირები, რომლებიც ხანდაზმულთა სახლებში ცხოვრობდნენ და ვირუსით გარდაიცვალნენ.

აღნიშნული მონაცემები მხოლოდ დაზუსტების შემდეგ აისახება.

„კოვიდ-19“-ის დიაგნოზი ქვეყანაში 250 ათასამდე ადამიანს დაუსვეს.

დატოვე კომენტარი