გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა
გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა

გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 539 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულია 207 ათასზე მეტი პაციენტი.

სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სოციალური დისტანციის ზომების უგულებელყოფის შემთხვევაში, ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი კვლავ გაიზრდება.

ასევე ცნობილი ხდება, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საგანგებო ზომების შემსუბუქების შემდგომი ფაზის დეტალებს მოქალაქეებს კვირას გააცნობს.