გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 880 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 120 პაციენტი
გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 880 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 120 პაციენტი

გაერთიანებულ სამეფოში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 120 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დღე-ღამის განმავლობაში ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 880 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 303 913 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 46 084 ადამიანი.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, აგვისტოს დასაწყისიდან ბრიტანეთში პირბადის ტარების წესი გამკაცრდება და აუცილებელი გახდება კინოთეატრებში, მუზეუმებსა და სამლოცველოებში.