გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 85 პაციენტი
გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 85 პაციენტი

გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 85 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

განახლებული მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 45 053-ს აღწევს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 291 911 შემთხვევაა გამოვლენილი.