გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 5 693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 5 693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 5 693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 429 277 ადამიანს დაუსვეს. მათგან ვირუსს გაერთიანებულ სამეფოში 41 988 პაციენტი ემსხვერპლა.

ქვეყანაში უკვე მეორედ შემზღუდველი ზომები მოქმედებს. შეზღუდულია დახურულ სივრცეში ექვს ადამიანზე მეტის შეკრება. 22:00 საათიდან მუშაობას წყვეტენ რესტორნები და კაფეები.