გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 3 330 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი

20:40, 13.09.2020

გაერთიანებულ სამეფოში კოვიდინფიცირების ახალმა შემთხვევებმა 3 330 შეადგინა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით ნაკლებია. ბოლო 24 საათში ვირუსს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა საერთო ოდენობამ 41 628-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათიდან ბრიტანეთში სოციალურ შეკრებასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები ამოქმედდება, რაც ექვს ადამიანზე მეტი პირის ყოფნას კრძალავს.

მსგავსი