გაერთიანებულ სამეფოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 346 ადამიანი გარდაიცვალა

20:19, 09.05.2020

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 31 587-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით 346 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 896 ახალი შემთხვევა. გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი სულ 215 260-ია.

მსგავსი