გაერთიანებულ სამეფოში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 739 ადამიანი გარდაიცვალა
გაერთიანებულ სამეფოში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 739 ადამიანი გარდაიცვალა

გაერთიანებულ სამეფოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 739 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 27 510-მდე გაიზარდა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 6 201-ით გაიზარდა და 177 454-ს მიაღწია.

დღეისათვის ქვეყნის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 15 ათასზე მეტი პაციენტი.  გაერთიანებული სამეფო ყოველდღიურად 100 ათას ტესტს ატარებს.