გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 761 ადამიანი დაიღუპა
გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 761 ადამიანი დაიღუპა

გაერთიანებულ სამეფოში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 761 ადამიანი გარდაიცვალა.

აქედან 651 შემთხვევა ინგლისში, 60 უელსში, ექვსი კი – ჩრდილოეთ ირლანდიაში დაფიქსირდა.

შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 12 868 შეადგინა.

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით 98 476 ადამიანია ინფიცირებული.