გია ბარამიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა
გია ბარამიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა

ზუგდიდში, ონარიის დასახლებაში „გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრისას მცირე ინციდენტი მოხდა.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, გიორგი გოგინავამ შეხვედრის ჩაშლა სცადა.

„ეს არის მეთოდი, რომლითაც ატარებს საარჩევნო კამპანიას „ქართული ოცნება“. ის არის ნასამართლევი, რომელიც მონაწილეობდა ჩვენი ოფისების დარბევაში. ეს ადამიანი არის გიორგი შენგელიას შტაბის წევრი. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, დაანებონ თავი ბინძურ პროვოკაციებს“, – განაცხადა ბრიფინგზე „გაერთიანებული ოპოზიციის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ.