გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია ერთხმად მიიღო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია ერთხმად მიიღო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ, ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად და დაჭრილების ევაკუაციისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

რეზოლუციის მიღება რუსეთის წინააღმდეგობის გამო ორჯერ გადაიდო. დოკუმენტის ავტორები შვედეთი და ქუვეითი არიან. რეზოლუციის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ გავრცელდება ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებზე.

დამასკოს მახლობლად მდებარე ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტას რაიონში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ავიადარტყმებს 520 ადამიანი ემსხვერპლა, 2500 კი დაშავდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღმოსავლეთ ღუტაში სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.