გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პარიზი 2024-ის დროს ოლიმპიური ზავის რეზოლუცია მიიღო - რუსეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა #1TVSPORT
გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ოლიმპიური ზავის შესახებ პარიზის თამაშების პერიოდში.
დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირა გენერალური ასამბლეის წევრთა ნახევარზე მეტმა. რუსეთმა და სირიამ თავი შეიკავეს ხმის მიცემისგან.
1993 წლიდან მოყოლებული, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ – ოლიმპიური თამაშების ჩატარების წელს – იღებს რეზოლუციას „პლანეტაზე უფრო მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრების აშენებისთვის სპორტისა და ოლიმპიური იდეალების მეშვეობით“.
პარიზის ოლიმპიადა 2024 წელს 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.