გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პარიზი 2024-ის დროს ოლიმპიური ზავის რეზოლუცია მიიღო – რუსეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა #1TVSPORT
KRAKOW, POLAND - MARCH 31, 2023: A protester in Krakow holds a powerful poster related to Summer Olympics in Paris and the words 'Boycott Russian Sport,' outside Krakow's Adam Mickiewicz monument, on March 31, 2023, in Krakow, Poland. On the 401st day of the Russian invasion of Ukraine, activists from Ukraine and Belarus protested again the ongoing conflict and asked for the ban of Russian and Belarussian athletes at the 2024 Summer Olympics in Paris. (Photo by Artur Widak/NurPhoto via Getty Images)
გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ოლიმპიური ზავის შესახებ პარიზის თამაშების პერიოდში.
დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირა გენერალური ასამბლეის წევრთა ნახევარზე მეტმა. რუსეთმა და სირიამ თავი შეიკავეს ხმის მიცემისგან.
1993 წლიდან მოყოლებული, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ – ოლიმპიური თამაშების ჩატარების წელს – იღებს რეზოლუციას „პლანეტაზე უფრო მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრების აშენებისთვის სპორტისა და ოლიმპიური იდეალების მეშვეობით“.
პარიზის ოლიმპიადა 2024 წელს 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.